მოსწავლეთა სასწავლო – შემოქმედებითი კონკურსი
„ წლის წარმატებული კლასი “
V - X კლასებში
დებულება
მიზანი
1.       მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლება, სწავლის მიმართ ინტერესის გაღვივება;
2.       მოსწავლეთა შესაძლებლობების გამოკვლევა და ინტერესის სფეროს მიმართ ორიენტირების გამოკვეთა, თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა;
3.       დაკვირვებულობის, ლოგიკური აზროვნების, საგანთაშორისი დამოკიდებულებების, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, საერთო საქმის სიყვარულით კეთების, თანდგომის, გუნდურობის, ნებისყოფის განმტკიცების, კეთილგანწყობის  უნარ–ჩვევების გამომუშავება.
4.       მოსწავლის ჩაბმა ფიზიკურ აქტივობებში,  მასში ცხოვრების ჯანსაღი წესის მნიშვნელობის გაცნობიერება და გაზრდა;
5.       კონკურენტულ გარემოსთან შეგუების უნარის გამომუშავება;
6.       მოსწავლის თვითრწმენის გაზრდა;
7.       წამატებული კლასის  გამოვლენა და წახალისება;
 შინაარსი
 კონკურსი „ წლის წარმატებული კლასი“ ტარდება სკოლის მასშტაბით. ოთხ ტურად V-X კლასის მოსწავლეების მონაწილეობით. მონაწილობა სავალდებულოა ყველა მოსწავლისათვის აღნიშნული კლასებიდან.
პირველი  ტური:  სპორტული – გასართობი, სახალისო;
მეორე ტური:   პროექტი – „პრობლემა და მისი გადაჭრის გზების ძიება“.
მესამეინტელექტუალური  ტური;
მეოთხეშემოქმედებითი: მხატვრული კითხვა, მუსიკალური ნომერი (ცეკვა, სიმღერა, ხალახურ ან კლასიკურ საკრავზე დაკვრა), სკეტჩი, მოკლე თეატრალური წარმოდგენა (10 წუთიანი);
წარმატებული კლასის დამრიგებელი დაჯილდოვდება.
 მოსწავლეთა დაჯილდოება: 
მოსწავლეები ყველა ტურში ცალ–ცალკე იქნებიან   დაჯილდოვებულნი
გაიცემა I, II, III ხარისხის დიპლომები;
"წლის წარმატებული კლასი"  გამოვლინდება ყველა ტურში მიღებული საერთო ქულების მიხედვით და კლასის
დაჯილდოვება   იქნება  სიურპრიზი ;